„თიხაზე მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“ – ვინ დაიწყო პირველად ადამიანის მსგავსი ბრელოკების შექმნა საქართველოში

თბილისში დაიბადა. დაამთავრ მუსიკალური სკოლა. უკრავდ ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ  სწავლა სულ სხვა განხრით განაგრძო, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე.  ახლა ნანობს იმ გადაწყვეტილებას, თუმცა ამბობს, რომ საყვარელი საქმისთვის გვიანი არასდროს არის.
მუშაობს პოლიმერული თიხით, ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს, სხვადასხვა აქსესუარს.
ამბობს, რომ პირველად 10 წლის წინ უცხოურ საიტზე აღმოაჩინ პოლიმერული თიხა და ძალიან დააინტერესა, მაგრამ მაშინ ჯერ საქართელოში არ იყო ეს მასალა. დაახლოებით 4 წლის წინ  კი სამხატვრო მაღაზიაში შემთხვევით აღმოაჩინა და ბავშვობის მეგობარს პირველი ნახელავი – გულსაბნევი დაუმზადა მისივე გამოსახულებით.  სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი – ხელოვან სოფიო თავშავაძის პერსონა.

 

– ხატვა ბავშვობიდან გიყვარდათ, ამავე დროს, დაამთავრეთ მუსიკალური სკოლა, უკრავდით ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე… მაგრამ ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩააბარეთ…
– მქონდა ფერადი და მრავალფეროვანი ბავშვობა, რის საშუალებასაც მაძლევდა სკოლა. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებაში. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა, ხატვა მაშინ უფრო ჰობად მიმაჩნდა და არ ვფიქრობდი, ჰობი პროფესიად მექცია, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ვნანობ, რომ თავიდანვე არ ავირჩიე პროფესიად, თუმცა ვფიქრობ, არც ახლაა გვიანი…
ხელოვნებას მოგვიანებით, 10 წლის წინ დაუბრუნდით… როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების დამზადება. პირველი ნამუშევრები…
– წლების წინ, ჩვეულებრივი თიხით დავიწყე ნაძვის ხის სათამაშოების შექმნა ჩემთვის, ბავშვებისთვის.
შემდეგ, სრულიად შემთხვევით, სამხატვრო მაღაზიაში აღმოვაჩინე პოლიმერული თიხა. ამ თიხის შესახებ დაახლოებით 10 წლის წინ ინტერნეტის საშუალებით მქონდა ინფორმაცია მიღებული და ძალიან გამიხარდა მისი საქართველოში აღმოჩენა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, ბავშვობის მეგობარს გავუკეთე გულსაბნევი, თავისი გამოსახულებით.
– პოლიმერულ თიხაზე მუშაობთ…
– თიხაზე მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, განტვირთვის საშუალებაა.
– გაქვთ გვერდი: https://www.facebook.com/HandmadeSophies/ აქ განათავსებთ თქვენი ნახელავის ფოტოებს – ჭიქებს, ბრელოკებს, ანუ ძეწკვზე ან სამაჯურზე დასაკიდებელ პატარა სამკაულებს, გულსაბნევებს, თმის სამაგრებს… და მაინც, რომელია თქვენი, ასე  ვთქვათ, ბრენდი?
– ჩემი გვერდის სავიზიტო ბარათი ადამიანის მსგავსი გამოსახულების შექმნაა, სწორედ მასზეა ძალიან დიდი მოთხოვნა. ბრენდადაც ისევ და ისევ ადამიანის იდენტური ბრელოკები რჩება.
– ორიგინალური საჩუქარი საყვარელ ადამიანს – პოლიმერული თიხის წყალგამძლე ბრელოკები…  როგორ მზადდება ისინი?
– ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სამკაული საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს, მაქსიმალურად ვცდილობ, გამოვიდეს ფოტოს იდენტური. მუშავდება თიხა, გამომყავს გარკვეული ფერები, ვძერწავ და მას შემდეგ, რაც გამოსახულება დასრულდება, ვწვავ ღუმელში.
ალბათ სახალისო ისტორიებიც გაქვთ…
– მქონდა ძალიან სახალისო ისტორია – ერთი და იგივე ადამიანის ფოტოთი შემიკვეთა ორმა სხვადასხვა მომხმარებელმა ბრელოკის დამზადება. საბოლოოდ შევთანხმდით, ერთი და იგივე ადამიანის გამოსახულებით სხვადასხვა  ბრელოკი დავამზადე.
– როგორ უნდა მოახერხოს ხელოვანმა დღეს, რომ იყოს განსხვავებული და ორიგინალური  (როცა ბევრი ეუფლება ხელსაქმეს)?
– თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ პირველი ვარ საქართველოში, ვინც დაიწყო ადამიანის მსგავსი ბრელოკების დამზადება.
– გამოფენები…
– მონაწილეობა მიმიღია, ძირითადად, საახალწლო გამოფენებში.
– ორი შვილი გყავთ. როგორ ახერხებთ საოჯახო საქმის შეთავსებას თქვენს საქმესთან?
– სწორედ ოჯახის თანადგომით და გვერდში დგომით შევძელი ეს ყველაფერი. მეუღლე მაძლევს დიდ სტიმულს, მიდგას გვერდში, რათა უფრო მეტად მოვახდინო ჩემი თავის რეალიზება.
16 წლის ასაკში დავვოჯახდი, თუმცა ამას ჩემი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. ჰყავს 2 ბიჭი, 10 წლის და 6 წლის.
– ჰობი…
– ჩემი სიყვარული ხატვისა და ძერწვისადმი ჩემს საქმეზეც აისახება, ასევე, ძალიან მიყვარს მცენარეები და მათი მოვლა.
– სამომავლოდ?
– სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სიახლეებს ვერ ვგეგმავ. მთავარია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდეს. სიახლეც ბევრი და მრავალფეროვანი იქნება.

თამარ შაიშმელაშვილი

 








კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები