“ელენე ხოშტარიას გათავისუფლება მისსავე ხელშია – დანაშაულს თუ აღიარებს, იმავე წამს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და თავისუფალი იქნება” – ლევან მახაშვილი
“ელენე ხოშტარიას გათავისუფლება მისსავე ხელშია – დანაშაულს თუ აღიარებს, სახელმწიფოს აქვს დაფიქსირებული პოზიცია, იმავე წამს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და თავისუფალი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მახაშვილმა თქვა, არავის არავის სურვილი არ არის, ვინმე ციხეში ჩასვას.
“მათივე გადასაწყვეტია, ეს თემა. როდესაც კანონს არღვევ, რა თქმა უნდა, პირდაპირ და შეგნებულად კანონს უპირისპირდები და ლოგიკურია იმის მოლოდინი, რომ კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულებაც აღსრულდება. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მასთან ერთად 12 000 სხვა პატიმარიცაა, ყველა სათანადო სამედიცინო მომსახურება ყველას ეწევა. სამედიცინო სერვისი არ არსებობს, რისი გაწევის შესაძლებლობაც საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს, რადგან ნებისმიერი საჭიროება, რომელიც შეიძლება, ვინმეს დაუდგეს სამედიცინო თვალსაზრისით, დაკმაყოფილებული იქნება“, – აღნიშნა მახაშვილმა.