ადიგენში 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ადიგენში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორ წარმომადგენელთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკო და 31 წლის წინ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.