„თავბრუსხვევა, უღონობა, სიცხე, ხველება“ – კორონავირუსით ინფიცირებული გოგონა ავადმყოფობის სიმპტომებზე წერს

გერმანიაში მყოფი ქართველი, ნინო გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის კორონავირუსით არის დაინფიცირებული.
„მე COVID-19 ით ინფიცირებული ვარ, მოგიყვებით რა და როგორ მოხდა:
კვირას 28.03-ში, სამსახურიდან როცა ვბრუნდებოდი, თავი შეუძლოდ ვიგრძენი, კანკალმა ამიტანა. სახლში რომ მივედი გავიზომე სიცხე 37.4 მქონდა. თავი მტკიოდა და ხელები და ფეხები გაყინული მქონდა, ცხელ წყალში ჩავყავი ფეხები, მაგრამ ამან უფრო ცუდად გამხადა.

ორშაბათს, დილით გადავურეკე ჩემს ოჯახის ექიმს. იმან არ მოხვიდეო, ერთი კვირა სახლში დარჩი და ცნობას დაგიწერ. რომ ცუდად ხარო. იმას არ დავუჯერე და გადავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში (ეს ხდება გერმანიაში) ტესტი დამინიშნეს სამშაბათს, 15:50 წუთზე. ამასობაში მე ორშაბათი ღამე გავათენე, სიცხე მიწევდა თუ არა, ვიწყებდი საშინელ კანკალს და ვიყინებოდი. სამშაბათ საღამოს წამთვლიმა, გამოღვიძებისთანავე მქონდა ღებინების შეგრძნება და ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა, ასე მივბობღდი ბალკონამდე. სუფთა ჰაერმა მიშველა. ოთხშაბათიც იგივე იყო. ვერ დავდიოდი, უღონოდ ვიწექი. ხუთშაბათს დამირეკეს და მითხრეს ,რომ კორონავირუსი მქონდა. ეს და კიდევ 1000 ზარი,კონტაქტ პიროვნებების იდენტიფიცირება და.ა.შ. დაიხურა ორივე სამსახური, სადაც მე ვმუშაობდი.
დავურეკე ისევ ოჯახის ექიმს და ვუთხარი, რომ ფილტვის და გულ-მკერდის არეში ტკივილს ვგრძნობდი,ამ ქალმა მოიცადეო და თუ გაგიგრძელდა ტკივილი, მერე გავაკეთოთ რენტგენიო. პარასკევს, დილით უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, თავბრუსხვევა, უღონობა, სიცხე, ხველება. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და წავედი საავადმყოფოში, გამიზომეს ჟანგბადის დონე სისხლში და გამიკეთეს რენტგენი. აღმოჩნდა მარჯვენა ფილტვის ანთება. ჟანგბადით მომამარაგეს, დაველოდე ტრანსპორტს და გადამიყვანეს კოვიდის ცენტრში. სადაც ვიყავი 2 დღე, (მხოლოდ მაკვირდებოდნენ). სამწუხაროდ, ამ ვირუსით დაავადებული ადამიანების მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ჟანგბადის დონეს სისხლში, წნევას, სუნთქვის სიხშირეს და სიცხეს 2 საათში ერთხელ მიმოწმებდნენ. ამასობაში გამომივლინდა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის აშლა და გულის რევა. 5 აპრილს გამომწერეს, მითხრეს არანაირი ანტიბიოტიკი არ გჭირდება, უბრალოდ მუცელზე დაწექიო.
გადავურეკე ისევ ჩემ ოჯახის ექიმს (ამას გამოვცვლი) გინდა, თუ არა ამოქსიცილინი დალიე, დღეში 3-ჯერო ️ ვსვამ ამ ანტიბიოტიკს და მტკივა კუჭი…
დღეს ხუთშაბათია 09.04 სიმპტომების დადგენიდან მე-11 დღე. აღარ ვახველებ, ღრმად ჩასუნთქვაც ასე თუ ისე შემიძლია, ძალა მაქვს, დავდივარ. კარანტინში ვრჩები კიდევ 10 დღე, რადგან ვირუსი გართულებული პაციენტის ორგანიზმში 2 კვირაზე მეტ ხანს რჩება!
არ შეშინდეთ, პალატაში 78 წლის ბებოსთან ერთად ვიწექი, მე ხველით ვიხრჩობოდი და ბებოს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა“, – წერს ნინო გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები