დიდი ბრიტანეთის ელჩი 9 აპრილზე: გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი 9 აპრილთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.

„დღეს ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – წერს ელჩი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები