შვეიცარიის მთავრობამ საგანგებო ვითარება 26 აპრილამდე გაახანგრძლივა
შვეიცარიის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში დაწესებული შემზღუდავი ზომების მოქმედება 26 აპრილამდე გაახანგრძლივა, თუმცა აღინიშნა, რომ უკვე თვის ბოლოს შესუსტების ზომებს შეისწავლიან.
მთავრობაში აღნიშნეს, რომ ბოლო დღებში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ტემპები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ქვეყნის შს მინისტრის, ალენ ბერსეტის განცხადებით, შემოღებული ზომები ეფექტურია და უკვე 16 აპრილს მთავრობას შესუსტების მიმართულებებსა და ზომებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას წარუდგენენ.
ბერსეტის თქმით, წარმატებული და ეტაპობრივი შესუსტებისთვის საჭიროა გარკვეული მოთხოვნების შესრულება.
“გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, მაგრამ საჭიროა დისციპლინა და მოთმინება, განსაკუთრებით – აღდგომის პერიოდში, როდესაც ხალხი სახლში უნდა დარჩეს. ამ გზით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც უნდა ვიაროთ”, – აღნიშნა მინისტრმა.
შვეიცარიაში პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო ვითარება 16 მარტს გამოცხადდა.
ქვეყანაში 22 500 დადასტურებული შემთხვევაა, 850 პირი გარდაიცვალა.