ზვიად შალამბერიძე: ვანში ეპიდემიის საშიშროება არ გვაქვს, ყველა შემთხვევაზე მყისიერად ვრეაგირებთ

ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა, მის კავშირებს კი ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. საკონტროლო პუნქტებზე მოქალაქეებს თერმოსრინინგს ჩაუტარებენ.
„გადაწყდა რომ გუშინდელი დაფიქსირებული შემთხვევის შედეგად, დაიდგას ბლოკ საგუშაგოები,სოფელ ზეინდარში დავიწყეთ მოწყობა ბლოკსაგუშაგოსი და უკვე აქ ვანელებიც და ის ადამიანებიც ვინც ჩამოდიან ქალაქში გაივლიან თერმოსრინინგს.ვერ ვიტყვი რომ ეპიდემიის საშიშროება გვაქვს ვანში, მაგრამ ადეკვატურად და მყისიერად ვრეაგირებთ ყველა შემთხვევაზე.რომ რამე გართულება არ მოყვეს ასეთ სიტუაციებს რომელიმე ქალაქში“,-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები