მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ქართველი ემიგრანტებისთვის გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ამას სხვა ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოები აკეთებენ
“სახელმწიფო ქართველი ემიგრანტებისთვის გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ამას სხვა ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოები აკეთებენ, მათ შორის, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებსაც ვგულისხმობ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“დღეს ვრცელი ბრიფინგი გამართა ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ისაუბრა, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში, ასევე, იმ ადამიანების დახმარების საკითხზე ისაუბრა, ვისაც საზღვარგარეთ ეს სჭირდებათ. სამშობლოში მათი დაბრუნება ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება.
სახელწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ, შემჭიდროებულ ვადებში, ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოვიდეს სამშობლოში, რათა შესაბამისად მოხდეს შემდეგ კარანტინში მათი განთავსება. ამას ვერ აკეთებს ჩვენზე გაცილებით ძლიერი სხვა სახელმწიფოები. ჩვენ უკვე ჩამოვიყვანეთ 5000-ზე მეტი ქართველო სამშობლოში და ეს პროცესი გრძელდება.
ხოლო ვინც საზღვარგარეთაა დარჩენილი, მათ ადგილზე ვეხმარებით საკვებით ან საელჩოში შემოსული საჭიროების მიხედვით. ჩვენ ამაზე გვაქვს ინფორმაცია და საელჩოები ცდილობენ, ყველა იმ ადამიანებს მიწვდნენ, ვისაც დახმარება სჭირდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.