ეკატერინე ტიკარაძე: სახლში მკურნალობის პროტოკოლიც სიმპტომური იქნება, როგორც – სტაციონარში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახლში მკურნალობის პროტოკოლი მზად არის და, სტაციონარის მსგავსად, ისიც სიმპტომური იქნება. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ინფექციის უმრავლესობა მსუბუქი ფორმისაა, ამიტომ ასეთი პაციენტების მკურნალობა საკარანტინო ზონაში მოხდება.

„პროტოკოლი მზად არის, ექიმები ამასთან დაკავშირებით გადიან მუდმივ კონსულტაციას. ჩვენ, ასევე, ვანახლებთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ სხვადასხვა პროტოკოლს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით. იმ ეტაპზე, როდესაც დავაფიქსირებთ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და, ასევე, გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც საჭირო იქნება, იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგიძლია, დავიწყოთ მათ მკურნალობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები