თეთრიწყაროს საკრებულო StopCov ფონდში ხელფასის მესამედის გადარიცხვის ინიციატივას შეუერთდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდება და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძე ხელფასის ერთ მესამედს, ხოლო საკრებულოს დანარჩენი წევრები საკუთარი შემოსავლის ნაწილს გადარიცხავენ.
„ვუერთდებით „ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ სოლიდარობის აქციას და მომდევნო სამი თვის მანძილზე ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავ ფონდში. თავისი შემოსავლის ნაწილს გადარიცხავენ საკრებულოს სხვა წევრებიც. ამ უმძიმეს პერიოდში მთავარია არა მარტო კანონით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობები შევასრულოთ პირნათლად, არამედ, უპირველესად, დავრჩეთ ადამიანებად და მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში. გვჯერა, რომ ერთობით ყველაფერს შევძლებთ, რადგან სიკეთე აცოცხლებს დედამიწას“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძემ.
შეგახსენებთ, რომ „StopCoV ფონდი“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა და მისი მიზანი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები