„14 კრისტალის თეორიის“ ავტორთან ონლაინშეხვედრა გაიმართება

8 აპრილს, 19:00 საათზე, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ნილს სიმეონის „14 კრისტალის თეორიის“ ავტორთან ონლაინშეხვედრას გამართავს.
„კორონავირუსზე, თვითიზოლაციასა და სახლში დარჩენის მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა, ჩვენ ლიტერატურაზე უნდა დაგელაპარაკოთ.
ნილს სიმეონის „14 კრისტალის თეორია“ სერია „საოცრებაში“ გამოიცა და განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელი გახდა მოზარდებისთვის. 2019 წელს კი, იგი გახდა პირველ საბავშვო წიგნი, რომელმაც ლიტერატურული პრემია „საბა” მოიპოვა. ამ ლაივში ავტორი თავად ისაუბრებს წიგნზე, საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე, წაიკითხავს ნაწყვეტს წიგნიდან და უპასუხებს მკითხველთა კითხვებს.
შემოურთდით ღონისძიებას, რათა არ გამოგრჩეთ „პირდაპირი ჩართვა“, – აღნიშნულია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე, რომელზეც 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი: https://bit.ly/2XbS7g2
ონლაინშეხვედრის ნახვა შესაძლებელია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ბმულზე: https://www.facebook.com/sulakauripublishing/?eid=ARAbTq_LAZ6vyFabPzHVQ7A9mgyWQqLjsAIAEP5sTMtu7H0TikP7RfWY-yjS6X_XiyB__k-iEr-BeFTx

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები