საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები