შალვა კერესელიძე ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე მოადგილესთან – გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან – ბადრი კუკულაძესა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი საველე კარავი დაათვალიერა. მხარის რწმუნებული ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. საზღვრიდან შემოსული თითოეული მოქალაქე თერმოსკრინინგის პროცედურას გადის. ტემპერატურისა და სხვა საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, პიროვნება დროებით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, საველე კარავში მოთავსდება. კარავი 15 მოქალაქეზეა გათვლილი და სათანადო ინვენტარითაა აღჭურვილი.

შალვა კერესელიძემ დაბა სტეფანწმინდაში ის სასტუმროებიც მოინახულა, რომელიც სახელმწიფომ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად დააკონტრაქტა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დაბა გუდაურში 6 საკარანტინე ზონაა მოწყობილი, სადაც დაახლოებით 300 პირი იმყოფება. მოქალაქეები სასტუმროებს ყოველდღიურ რეჟიმში ტოვებენ. ამ დრომდე, გუდაურის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული არცერთი პიროვნების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები