მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი 70 წელს გადაცილებული პაციენტი ჩვენს ცენტრში იმყოფება, მათი დაინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება

“ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა. 13 ახალი პაციენტიდან 5 ბათუმშია, ორი –  ქუთაისში, დანარჩენი 5 –  თბილისში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი 70 წელს გადაცილებული პაციენტი მათ ცენტრში იმყოფება, მათი დაინფიცირების წყარო კი ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

“ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა. 13 ახალი პაციენტიდან 5 ბათუმშია, ორი –  ქუთაისში, დანარჩენი 5 – თბილისში. 13-დან 2 არის ჩვენთან დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 46 შემთხვევა, აქედან 35 ჩვენთან გამოჯანმრთელდა. 208-დან 71 პაციენტი არის ჩვენი ცენტრის, დანარჩენი კოვიდის მიმღებ სხვა 9 დაწესებულებაშია მოთავსებული.

ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთს შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება, წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება. გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოთავსდნენ კლინიკაში. გაფართოებული კვლევები ჩატარდება და კვლევების შედეგებზე საუბარი ხვალ შემეძლება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები