ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი: ბორის ჯონსონს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი არ სჭირდება

ბრიტანეთის პრემიერს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი არ სჭირდება.

ამის შესახებ The Guardian-ის ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა.

​მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში პრემიერის მდგომარეობა სტაბილური იყო.

“ის სტანდარტულ მკურნალობას გადი  ჟანგბადის გამოყენებით და ხელოვნური დახმარების გარეშე სუნთქავს. მას ხელოვნური ვენტილაცია ან რესპირატორული მხარდაჭერა არ სჭირდება”, – აღნიშნა მან.

ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობდა, თუმცა კვირას, გვიან ღამით მისი მდგომარეობა გაუარესდა, მას მაღალი ტემპერატურა და ხველება ჰქონდა და  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით კი  ცნობილი გახდა, რომ ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები