აჭარის სპორტული საზოგადოება ხელფასის ერთ მესამედს Stop CoV-ის ფონდში გადარიცხავს

აჭარის სპორტული საზოგადოება მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3- ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავასთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას უერთდება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მუხრან ვახტანგაძემ განაცხადა.

Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ხელფასების მესამედის გადარიცხვასთან დაკავშირებით ინიციატივას შეუერთდა – აჭარის სპორტის დეპარტამენტი, აჭარის სპორტული კლუბები, სასპორტო სკოლები და სპორტული სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები