7 აპრილს ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება – WHO 6 მილიონი მედდის საჭიროებაზე საუბრობს

ყოველწლიურად 7 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 1948 წელს ძალაში შესული წესდების თანახმად, ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

WHO ამ დღეს გარკვეულ თემებს უთმობს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს.

მაგალითად, 2018 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო დღე “ჯანმრთელობა ყველასთვის” ლოზუნგით ჩატარდა, 2019-ში განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის მომსახურების სრულ მოცულობებს დაეთმო.

დღევანდელი დღე კი ეთმობა მედდებისა და მეან-გინეკოლოგების მხარდაჭერას. WHO მოუწოდებს საერთშორისო თანამეგობრობას სამედიცინო დახმარების ჭრილში მედდებისა და მეან-გინეკოლოგების შრომის სათანადოდ დაფასებისკენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომ მედდებსა და მეან-გინეკოლგებს კოლეგებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოებისა და პატივისცემის პირობებში უწევდეთ მუშაობა, რომ მათი საქმიანობა ჯანდაცვის სხვა სპეციალისტების საქმიანობასთან იყოს ინტეგრირებული. აღინიშნება, რომ ხშირად ადგილობრივ მოსახლეობაში ისინი სამედიცინო დახმარების მიღების პირველი ან, შესაძლოა, ერთადერთი წყარო იყვნენ.

ამასთანავე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მსოფლიოში თითქმის 6 მილიონი მედდა საჭირო. ასეთი თანამშრომლების ნაკლებობა ყველაზე მეტად იგრძნობა აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვა.

რაც შეეხება 7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკას – პლანეტის მოსახლეობის 1 348 184 ახალი ტიპის კორონავირუსით COVID-19-ით არის ინფიცირებული, დაავადებას 74 808 ათასი პაციენტი ემსხვერპლა, თუმცა 284 802 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები