ლევან რატიანი: კლინიკაში მყოფი 13 წლის ბიჭისა და ორი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 13 წლის ბიჭისა და ორი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია.

“ორსულების მდგომარეობა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგია. როგორც ქალბატონების, ასევე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ბოლო რამდენიმე დღეა, არანაირი გართულება ამ ქალბატონებთან არ გამოვლენილა და იმედი მაქვს, რომ არც გამოვლინდება და რამდენიმე დღეში, როდესაც დადგება მომენტი, რომ უნდა ავუღოთ ნაცხი, ავუღებთ და, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, გაეწერებიან ბინაზე.

რაც შეეხება ბიჭს, რომელიც არის 13 წლის – ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, არანაირი გართულება არ აღინიშნება. რაც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს და იმედი გვაქვს, რომ ამ ბიჭთანაც ასე წავა მდგომარეობა და ისიც გაეწერება ჯანმრთელი და ბედნიერი ჩვენი კლინიკიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები