ონში ხანდაზმულ მოსახლეობას სასურსათე პაკეტები დაურიგდა

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ონის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში შეჭირვებული და მარტოხელა მოსახლეობისათვის პირველადი სასურსათე პაკეტების დარიგება დაიწყო.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიაში განუცხადეს.

მათი ცნობით, სასურსათო პაკეტებს ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და მოხალისეები დაარიგებენ.

აღსანიშნავია, რომ, პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეგროვებული სასურსათო ნაკრებების დარიგებაც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები