ევროკავშირის ელჩი: მადლიერება და პატივისცემა სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მედპერსონალის მიმართ მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ელჩის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
“ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში.
დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.