ფოთში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქალაქის მერიიდან აცნობეს.
მათი ონფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, რუსთაველის რკალი მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„ჩვენ, ეტაპობრივად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ის კონკრეტული ქუჩები, სადაც ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია, სპეციალური ხსნარებით იქნება დამუშავებული. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, მერიის თითოეულ თანამშრომელს უღრმესი მადლობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის”, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.
გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და, ეტაპობრივად, ყველა უბანს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები