შეჩერებული გაყიდვები და წარმოება – სამშენებლო სექტორში პროგნოზის გაკეთება უჭირთ

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, იმის პროგნოზი, რა ვითარებაში აღმოჩნდება სამშენებლო სექტორი როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

„ რა და როგორ იქნება, ამის თქმა ახლა არავის შეუძლია. კორონავირუსი, გაუფასურებული ლარი, გაყიდვები, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ამ პირობებში მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია. თუ არ გავყიდე პროდუქტი მშენებლობის გასაგრძელებლად, მასალების შესასყიდად თანხას საიდან მოვიტან. თუ ვირუსის დამარცხება 2-3 თვეში მოხერხდა, ჩვენ სექტორში პოზიტიური ძვრები, ალბათ, შემოდგომისთვის გამოჩნდება“, – აცხადებს როსტომაშვილი.
მისი თქმით, კორონავირუსმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას კრიზისულ სიტუაციაში მართვა შეუძლია და ეს იმედს აჩენს, რომ მომავალში ეკონომიკურ პრობლემებსაც გაუმკლავდებიან.

„ კორონავირუსთან ბრძოლაში სხვებთან შედარებით კარგად გამოვიყურებით, ეს იმიტომ, რომ პროფესიონალებს მოუსმინეს. ეკონომიკაშიც თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ, შექმნილი სიტუაციიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვალთ“, – აცხადებს როსტომაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები