თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “ოპელისა” და “გოლფის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და დაშავებული საავამყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.