ლანჩხუთის მერიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გურიის განყოფილების ხელმძღვანელ, არჩილ მჟავიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.
შეხვედრაზე ალექსანდრე სარიშვილმა მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრას ასევე გურიის პირველადი ჯანდაცვის რეგიონალური კოორდინატორი მაია პაიჭაძე ესწრებოდა, რომელმაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში.
გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონალური ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები