აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატას 50 ტონა მაკარონი უსასყიდლოდ გადაეცა

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატას თურქეთის მოქალაქემ 50 ტონა მაკარონი უსასყიდლოდ გადასცა. როგორც ,,რეგიონულ კვირას“ პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა განუცხადა, პროდუქტი აჭარაში მოწყვლად ჯგუფებს დაურიგდება. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პალატა 23 კილოგრამიან 300 კალათას დაარიგებს.
,,დღეს მივიღეთ 50 ტონა მაკარონი, რომელიც თურქეთის მოქალაქისგან უსასყიდლოდ გადმოგვეცა. ჩვენ გვაქვს სია ვისაც უნდა დავურიგგოთ ეს პროდუქტი. თავისთავად დახმარება ერთჯერადი არ იქნება და ეს გაგრძელდება უახლოესი დღეების განმავლობაშიც. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ გასულ დღეებში ინტენსიურად შემოდიოდა ქველმოქმედების სახით სხვადასხვა სასურსათე პროდუქტი. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არის აუცილებელი, ვცდილობთ დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისთვისაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. თანხები ბიუჯეტიდანაც გამოიყო პროდუქტების შესაძენად. მოვუწოდებთ ყველას, დარჩნენ სახლში ჩვენ კი ვიზრუნებთ მათზე და არ დავტოვებთ უყურადღებოდ“,-განაცხადა ნიკა ჩხარტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები