ხულოს მერიაში გაცემული დანამატები ბიუჯეტში დაბრუნდა

ხულოს მერიაში რამდენიმე თანამშრომელზე დანამატი გასცეს, თუმცა მოგვიანებით პრემია უკან დააბრუნეს. ამის შესახებ განმარტება მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნური გორგაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა.
,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამდებობებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიზიარებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში“ -ნათქვამია განცხადებაში.
მერიის თანამშრომელმა განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააკეთა, რაც გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები