ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ჩამოყვანილი მგზავრებისა და დაგეგმილი ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ.

კომიტეტის ხელმძღვანლებმა საგარეო სამინისტროს წარმომადგენლისგან იმ განახლებული მონაცემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომლებიც დეპარტამენტს ქვეყნების მიხედვით აქვს, პირველ ყოვლისა, ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ რამდენია დაინფიცირებული და, ზოგადად, რა მდგომარეობაა ამ თავლსაზრისით.

ასევე, მოისმინეს განახლებული ინფორმაცია ჩამოყვანილი მგზავრებისა და დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

„შეხვედრისას, ასევე, ვიმსჯელეთ მიმდინარე კვირას დაგეგმილი გაფართოვების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დღის წესრიგზე, რომელიც იმ აქტუალურ საკითხებს შეეხება, რომელთა მიმართ დაინტერესება ყველაზე მეტია დღეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ჯგუფის შეხვედრა, სავარაუდოდ, პარლამენტის ვებსტრიმით გადაიცემა, ასევე, განთავსდება პარლამენტის ვებ-ლგვერდზე, რომლის ნახვის შესაძლებლობაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც შეეძლებათ”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები