არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა(ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცესპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანლებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების მიერ დამატებითი სოციალური დახმარების ორგანიზებაზე იმსჯელეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დისტანციურ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მიმდინარე კონსულტაციების შედეგებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები