ესპანეთში კორონავირუსით 19 ათასი მედიკოსია ინფიცირებული

ესპანეთში კორონავირუსით 19 400 მედიკოსია ინფიცირებული​, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამასთან უწყებაში აღნიშნეს, რომ ინფორმაციის შეგროვება გრძელდება და ციფრი შესაძლოა, შეიცვალოს.

აღინიშნება, რომ ინფიცირებულთა საერთო რიცხვიდან 14% ექიმია, 20% უკვე განიკურნა, გარდაცვლილ მედიკოსებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ესპანეთში კორონავირუსით 135 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 13 055 პაციენტი გარდაიცვალა, 40 ათასზე მეტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები