მამა ალექსანდრე გალდავა: სახლიდან ლოცვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უწმინდესის ლოცვა- კურთხევას უნდა დაველოდოთ

“სახლში დარჩენა და იქედან ლოცვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც უწმინდესის ლოცვა- კურთხევას უნდა დაველოდოთ და წინ არ გავუსწროთ მოვლენებს”, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე გალდავა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც იმნაძემ მრევლს მოუწოდა, სახლებიდან ილოცონ.
„პაატა იმნაძე კომპეტენტურია თავის საქმეში და თავის მხრიდან სწორ საქმეს აკეთებს. ჩვენ მაინც კათოლიკოს-პატრიარქის მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ რეკომენდაციებს ვითვალსიწინებთ. ჩვენ მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა გვჭირდება. ამ მხრივ, მმართველ მღვდელმთავარს პირადად აქვს ურთიერთობა იმნაძესა და სხვა კომპეტენტურ ექიმებთანაც. ველოდებით უწმინდესისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებებს. როგორც იქნება ლოცვა-კურთხევა, ისე უნდა გავაკეთოთ.
სახლში დარჩენა და იქედან ლოცვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ, თავი დაიცვან და სხვის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. მაგრამ, მაინც უწმინდესის ლოცვა- კურთხევას უნდა დაველოდოთ და შევხედოთ, განსხვავებული აზრის მოლოდინები არ გავაჩინოთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამას დაველოდებით და წინ არ გავუსწრებთ მოვლენებს”, – განაცხადა მამა ალექსანდრემ „კვირასთან“ სუბრისას.

შეგახსენებთ, იმნაძემ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს. დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით.
დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისაგან, არამედ – სხვა ვირუსებისაგანაც. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში.
ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნისათვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები