ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე Zoom-ით სარგებლობის განახლებულ ინსტუქციას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებულ ვიდეოინსტრუქციას სთავაზობს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, განახლებული ვიდეინსტრუქციის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ ვიდეოკონფერენციების აპლიკაციის კომპანია Zoom-მა, უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიზნით, ვირტუალურ სალექციო ოთახში შესვლის წესები შეცვალა.

ცნობისათვის, Zoom-ის სისტემაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა, Zoom-ის აპლიკაციით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით 200 მლნ მომხმარებელმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, დაფიქსირდა ე.წ. zoombombing-ის მრავალი შემთხვევაც.

აღნიშნული პროცესების გამო, ფუნქციონირებაში შეფერხება შეექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლარფორმასაც –  www.elearning.gtu.ge, რომელიც ელექტრონული სწავლების პროცესში, BBB-ის აპლიკაციასთან ერთად, Zoom-ის აპლიკაციასაც იყენებს. საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ორი დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდა Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ონლაინლექციებში სტუდენტების ჩართვა.

Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებული ვიდეოინსტრუქცია განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gtu.ge, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლარფორმაზე – www.elearning.gtu.ge და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები