პაატა იმნაძე: მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდება, რადგან ძნელია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანამშრომელი მუშაობით გადაღლილია
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდება, რადგან ძნელია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანამშრომელი მუშაობით გადაღლილია.
მისივე თქმით, მედპერსონალი ინფიცირების რისკის ქვეშაა.
„რაც შეეხება მედპერსონალის დაინფიცირებას – ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, და ეს გასაგებიც არის, უპირველესად მედპერსონალი არის რისკის ქვეშ, ამიტომ ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს. მათ შორის არის როგორც დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე, ექიმიც, საშუალო მედპერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, რადგან ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც, მით უმეტეს, გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით და ოდნავი დარღვევაც კი პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში შეიძლება, გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.