კახა კალაძე: ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება და ახლაც მათი მხრიდან არაერთი სოლიდარობის მაგალითი ვიხილეთ

თბილისის მერი, კახა კალაძე სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მილოცვას კახა კალაძე „ფეისბუქის“ საშუალებით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება.

„ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებსა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სპორტის საერთაშორისო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარება სპორტულ აქტივობებზეც აისახა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის როლი, რაც ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და ჩვენი ხალხის გაბედნიერებაში აკისრიათ.

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება და ახლაც, ვირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, მათი მხრიდან არაერთი სოლიდარობის მაგალითი და ღირსეული ნაბიჯი ვიხილეთ.

დარწმუნებული ვარ, ერთად ყველა გამოწვევას დავძლევთ და ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ სიხარულს და ბევრ წარმატებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები