თეთრიწყაროს მერი StopCov ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს

თეთრიწყაროს მერი – გიორგი ქორიძე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიოულ წყაროს” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

გიორგი ქორიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა “ჯანმოს” რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სახლში დარჩენისკენ.

„გვესმის რომ კორონავირუსთან ბრძოლა არის მსოფლიო გამოწვევა და ამ ბრძოლაში ერთიანობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებით, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს, თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ დარჩით სახლში, რომ ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება“, – განაცხადა გიორგი ქორიძემ.

ცნობისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდის მიზანი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაა.

ხელფასის 1/3-ის ფონდში გადარიცხვა კი მმართველი გუნდის ინციატივაა, რომელიც 2 აპრილს გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები