ირაკლი ლატარია: მიხედეთ დეზინფორმატორ ტელევიზიებს, ბრიტანული მედიასაშუალებები გაფრთხილებულნი არიან, რომ მათ მედია რეგულატორებისგან დაედებათ სანქციები თუ გასაქანს მისცემენ ცრუ ინფორმაციას
“მიხედეთ დეზინფორმატორ ტელევიზიებს, ბრიტანული მედიასაშუალებები გაფრთხილებულნი არიან, რომ მათ მედია რეგულატორებისგან დაედებათ სანქციები თუ გასაქანს მისცემენ ცრუ ინფორმაციას”, -ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს დეზინფორმატორ ტელევიზიებს მიხედოს.
ირაკლი ლატარია ასევე, აღნიშნავს რომ, კარგი იქნება თუ კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში სანქციებსაც გადმოვიღებთ ბრიტანეთიდან.
“ყველაზე დიდი როლის შესრულება ამ სიტუაციაში და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ ჩვენს ტელევიზიებს, ჟურნალისტებს. ნებისმიერი სიუჟეტი, სიტყვა, რჩევა და ა.შ. შეიძლება დასრულდეს საკმაოდ საშინელი შედეგებით. ამისთვის, საჭიროა სახელმწიფომ გააკონტროლოს ნებისმიერი ტელევიზია, რათა საზოგადოებაში არ გაღვივდეს პანიკა და რაც მთავარია, არ დაიწყოს მოსახლეობამ თვითნებური მკურნალობა. კარგი იქნება თუ კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში სანქციებსაც გადმოვიღებთ ბრიტანეთიდან. ბრიტანული მედიასაშუალებები გაფრთხილებულნი არიან, რომ მათ მედია რეგულატორებისგან დაედებათ სანქციები თუ გასაქანს მისცემენ ცრუ ინფორმაციას, რჩევებს რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც “Sussex” რადიო სადგურს მიეცა მკაცრი გაფრთხილება უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიების გადმოცემის გამო, რომლებიც პანდემიას 5G ქსელს უკავშირებდა”, – წერს ირაკლი ლატარია.