არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ღმერთმა ინებოს, მშვიდ გარემოში შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს, კაცობრიობას დიდი განსაცდელი უდგას და ლოცვა გვჭირდება
“კაცობრიობას, დედამიწას დიდი განსაცდელი უდგას და ძალიან გვჭირდება ლოცვა. შესაძლებლობა გვეძლევა, რომ თუნდაც ამ განსაცდელისგან ადამიანები უფრო ძლიერები, დაფიქრებულები, ღვთისმოსავები, ღმერთთან მიახლოებულები გამოვიდეთ”, -ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
“დაგვრჩა იერუსალიმში დიდებით შესვლა, ბზობა და ვიზეიმებთ ბრწყინვალე აღდგომას და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდ გარემოში შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს.
მთელს მსოფლიოში, კაცობრიობას, დედამიწას დიდი განსაცდელი უდგას და ძალიან გვჭირდება ლოცვა. შესაძლებლობა გვეძლევა, რომ თუნდაც ამ განსაცდელისგან ადამიანები უფრო ძლიერები, დაფიქრებულები, უფრო ღვთისმოსავები, ღმერთთან მიახლოებულები გამოვიდეთ და ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამისთვისაა, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღმერთმა გაგაძლიეროთ ყველა ადამიანი, ღმერთმა ინებოს, რომ ეს განსაცდელი მალე დასრულდეს”,- განაცხადა არქიმანდრიტმა.