“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საყურადღებოა”
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული, 50 წლამდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საყურადღებოა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს თანდართული დაავადებები არ აღენიშნება.
“ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტი წევს, აქედან 6 რეანიმაციულ ბლოკში იმყოფება. ერთი არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაახლოებით 16 პაციენტი გაიტესტება, 4 პაციენტი კარანტინის ზონაში გადადის, 5 პაციენტი ეწერება ბინაზე. ყველა პაციენტების მდგომარეობა სტაციონარში, დამაკმაყოფილებელია.
კოვიდ ინფეციის მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი, საყურადღებოა. 50 წლამდე ქალბატონია, უკვე დადასტურებულ კლასტერს მიეკუთვნება. თანდართული დაავადებები მას არ აღენიშნება, ამ ეტაპზე საყურადღებოა.
რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 6 პაციენტიდან 4 არის უკიდურესად მძიმე. მათგან არცერთი არ არის კოვიდ დადებითი”,- განაცხადა თავართქილაძემ.