გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

“ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ტყეში ბზის მოპოვებისგან თავი შეიკავონ.

“კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკრძალულია და  კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ტყეში ბზის მოპოვებისაგან. თითოეულ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები” – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა  და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები