თელავში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. არსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა სოფელ კონდოლთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 125 – ე მუხლის მე – 10 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები