ქუთაისში სასურსათო ამანათების დარიგება გრძელდება
ქუთაისის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ,სასურსათო ამანათების დარიგება გრძელდება.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილეებმა ამანათები ამჯერად მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიუტანეს.
“ისედაც რთულ პერიოდში განსაკუთრებულად უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. დღეს, ჩვენ მათ სახლებში მივუტანეთ ნობათი და ამით გარკვეულწილად შევუმსუბუქეთ მდგომარეობა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ადამიანები ხედავდნენ და გრძნობდნენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.