“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ხელფასების 1/3-ის ფონდში გადარიცხვას ბესიკ ამირანაშვილიც უერთდება
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.
ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
“ვუერთდებით “ქართული ოცნების” გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ითვალისწინებს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვას, სამი თვის განმავლობაში. ყველას ეძლევა საშუალება შეიტანოს თავისი წვლილი გამოწვევასთან ბრძოლაში”, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.