ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებს მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან
თითქმის ერთი თვეა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეხმარება.
მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას უწევენ და უფასო სასადილოს ხანდაზმული ბენეფიციარების საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.
მოხალისეები ხანდაზმულების დახმარებას ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების დასრულებამდე გააგრძელებენ .