ხელფასის 1/3-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვის ინიციატივას კახეთის მხარე უერთდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი და საკრებულო „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდება და მომავალი სამი თვის ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს. ინფორმაცია ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით,იმ სოციალური პროექტების გარდა,რაც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ახორციელებენ საჭიროა სოლიდარობის უფრო მეტად გამოხატვა და სწორედ ამიტომ რეგიონში მომუშავე ყველა საჯარო მოხელე მზადაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმით დახმარება გაუწიოს ადამიანებს, ვინც არსებულმა პროცესმა ფინანსურად დააზარალა.

„თითოელი პოლიტიკური თანამდებობის პირი მზად არის თავისი ხელფასიდან 1/3 გადარიცხოს Stop CoV -ის ფონდში. ამ აქციას უერთდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ამავდროულად, ჩემი ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. ეს არის არამარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ოჯახებში არსებობს სოლიდარობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“- განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სოლიდარობის აქტის შესახებ ცნობილი 2 აპრილს გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები