ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს
“ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია ორი პაციენტი, რომლებიც გუშინ გვიან შემოიყვანეს. ორივეს აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ყელის ტკივილი, – ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.
მიგინეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტებზე დაკვირვება მიმდინარეობს.
“ერთ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და უფრო საყურადღებოა. გამოძახებული გვყავს დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და გადაწყდება პაციენტების ტესტირების საკითხი. არც ერთს არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ერთი პაციენტი სენაკიდანაა შემოყვანილი, მეორე კი ადგილობრივია”,- განმარტა თეა მიგინეიშვილმა. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგმარეობა სტაბილურია.