ზესტაფონში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება დაიწყო
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დახმარება მიმდინარეობს.
სოციალური აქციის ფარგლებში, 3 აპრილიდან, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება დაიწყო. აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახებს სასურსათო პროდუქტები ურიგდებათ.
სასურსათო ამანათების დარიგებაში, ზესტაფონის მერი – გიორგი გოგლიჩიძე, ვიცე მერი – დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე- ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე, მოხალისეებთან ერთად მონაწილეობდნენ.
აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, ზესტაფონის მერიისა და კომპანია ” ჯორჯიან მანგანეზის” ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
სასურსათო პროდუქტებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური სტატუსის მქონე ყველა მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.