სამეგრელოში კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები გამოვლენილია და მათ კარანტინში გადაიყვანენ

ჩვენ გუშინ გვქონდა 26 სამართალდარღვევის ფაქტი, მაგრამ გვაქვს დღეს ასეთი შემთხვევა რეგიონში, ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ამჟამად თბილისში კლინიკაში იმყოფება, მას 27 მარტს ქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში’, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
გუბერნატორის განმარტებით, ყველა ამ კონტაქტების უმრავლესობა გამოვლენილია და მოქალაქეები აუცილებლად კარანტინში იქნებიან გადაყვანილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა სენაკის ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით, მოსახლეობის უკმაყოფილებას უპასუხა და განმარტა, რომ ეს ყოველივე მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის კეთდება, რადგან ბაზრებში სავალდებულო დისტანცია ვერ იქნა დაცული.
„გუშინ ჩვენ შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით, მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო იმისაკენ, რომ ეს ღონისძიება არ არის ის რაც სახელმწიფის ინტერესებში აქვს, რომ გინდა თუ არა დაიკეტოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იქნეს დაცული.
სავარაუდოდ ალბათ ყველ აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმრისი აქ რის ნაღდი ფულის მოძრაობაზე და იცით რომ ძალია ბევრი შემტხვევა გვაქვს, როდესაც ფულითიქნა დაინფიცირებული, ამდენად ჩვენ ვერდავაყენებთ ვერავის რისკის ქვეს, სესაბამისად მივირებთ გადაწყვეტილებას დაიხუროს ბაზრებით ორსაბატიდან სესაძლოა ზუგდიდის და ფოთის ბზრებიც დაიხუროს”,- განაცხადა მოწერელიამ.
ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუხის საავადმყოფო პირველ პაციენტებს მიიღებს.
„ცხელების ცენტრს ფოთში 23 პაციენტის მიღების საშუალება გააჩნია, ზუგდიდში ცხელების ცენტრი ამჟამად არ გვაქვს, მაგრამ ამ დღეებში გაიხსნება რუხის საავადმყოფო, რომელიც 100 პაციენტის მიიღებს და შემდგომ დამატებით 140-ს”,- დასძინა ალექსანდრე მოწერელიამ.

უახლესი მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 62 პირი იმყოფება, მეთვალყურეობა – 657 ადამიანს მოეხსნა, კარანტინშია – 206 მოქალაქე.
რა შეეხება, კორონავირუსის ორ დადასტურებულ შემთხვევას, პაციენტები მკურნალობას ზუგდიდის ინფეციურ საავადმყოფოსი განგრძობენ. მედიკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები