ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში თერმოსკრინინგი ჩატარდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ეპიდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა და სოფლის ექიმებმა თერმოსკრინინგი ჩაატარეს.
გამოკვლევებთან ერთად მედიკოსებმა ადგილობრივებს რეკომენდაციები მისცეს თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ეპიდემიისგან.
თერმოსკრინინგი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.
დღევანდელი მონაცემებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 4 ხოლო კარანტინში 6 მოქალაქე იმყოფება.