შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა

განვლილი 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში განანგებო მდომარეობის პირობებში მიღები გამკაცრებული ზომების დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ჯოხევანიშვილის განცხადებით, საგანგებოდ შექმნილი შტაბის გადაწყვეტილებით, რეგიონის მასშტაბით არსებული ყველა აგრარული ბაზარი დღეიდან მუშაობას წყვეტს.
„იყო 22 შემთხევა, მათ შორის იყო კომენდანტის საათის დროს დარღვევის შემთხვევა. იყო ასევე თვითიზოლაციის წესების დარღვევაც. გეტყვით, რომ გუშინ ჩვენ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვისჯელეთ ყველა იმ საკითზე, რომელიც რეგიონის ჭრილში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება მათ შორის, დღეს მაღალი რისკების გათვალისწინებით, აგრარული ბაზრები შეწყვეტენ მუშაობას შესაბამიად, ამით კიდევ უფრო შემცირდება, მუნიციპალიტეტს შიგნით მოსახლეობის გადაადგილება“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები