ბორჯომში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბორჯომში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა კორპუსების სადარბაზოები და გარე სივრცეები. ღონისძიებები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებშიც ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოებში ბორჯომის სასპორტო სკოლის თანამშრომლები, ცენტრალური (ისტორიული) პარკის, სასტუმრო „Crowne Plaza“-ს წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ აქტივობა ერთჯერადი არაა და ის ქალაქისა და დაბების მასშტაბით, ინტენსიურად გაგრძელდება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები