„გორმედის„ ცხელების ცენტრიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 1 პაციენტის ტესტის ნიმუში უარყოფითია

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გორსა და ხაშურის ცხელების ცენტრს 12 პაციენტრმა მიმართა, აქედან მხოლოდ ერთი პაციენტის სიმპტომატიკა საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ნიმუში გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
“დღესისათვის, ისევე როგორც წინა დღეებში დამაიმედებელი ინფორმაცია მაქვს. გორის ცხელების ცენტრს მომართა 10 პაციენტმა, აქედან 8 გაშვებულია ბინაზე, 1 ქალბატონი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მკურნალობას აგრძელებს. 1 ქალბატონზე გაიგზავნა ტესტი და მოგვივიდა უარყოფითი პასუხი. ეს ქალბატონი მკურნალობას აგრძელებს ჩვენთან.
ხაშურის ცხელების ცენტრს მომართა 2 პაციენტრმა, აქედან 1 პაციენტი გაშვებულია ბინაზე, ერთი კი აგრძელებს მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში.
ქოლცენტრზე გუშინ განხორციელდა 15 ზარი, ყველა პაციენტი დატოვილი იქნა ბინაზე , რათა მათი სიმპტომატიკა არ უკავშირდებოდა კორონავირუსს. დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, ამ პაციენტებთან დაკავშირება მოხდება 2 დღეში, შემდეგ კვლავ გადამოწმდება 7 დღეში.
ოჯახის ექიმების სისტემა რომელიც ჩართულია ამ ქოლცენტრზე და დამოუკიდებლად ამისა გადასულები არიან ინტერაქტივში, ანუ ისინი მუდმივად უკავშირდებიან თავის პაციენტებს და მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანები შეაკავონ ბინაზე თუ არ არის სიმპტომი, როგორცკი რაიმე საეჭვო სიმპტომი გამოჩნდება მიდის შეტყობინება 112 ზე და 112 რეაგირებს“,-
განაცხადა გორმედის ქსელის გენერალური დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები